ქურუმ ქალს


ურჩხულები გამოდიან დიანა
და იწვება აქ ქურუმთა ტაძრები
ჩვენი დროშა სხვათა კოშკში ფრიალებს
ვგოდებთ, ვტირივართ და ვეწამებით

ჩვენმა გზებმა რა სიშმაგით იარა
მარად გეთქმის ბერწი მთვარის ქალწული
აქ არ არის საყვედური დიანა
ყვავილია შენთვის ქარით დაწნული

მე ბარათებს შენგან ველი დაჭრილი
მომიშუშე ყველა მწველი იარა
ცაში მინდა ვიყოთ ერთად აჭრილი
ურჩხულები გვესევიან დიანა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი