მტვრის გემო (აბსტრაქტული რომანი)
ჩანაწერი 6 ყვითელი სიმინდის სხივი დროის ხვრელის ქარში ისევ გადავწყდით ერთმანეთს. დემონო შავი ღრუბლის მოყვითალო ალში რომ იწვი მარად. ტახტზე მყოფი მოვედი შენთან ევას სასახლის ზღვაზე და შენ სისხლის ქარებს ძერწავდი მზის სინათლეში. იკვრებოდა ქარიანი ნაგებობა და განზომილებრივი წრე, სადაც დემონი სისხლს იწურავდა საკუთარ ტკივილსა და აღმგზნებ სიხარულში შენ არ გქონია გადაწყვეტილი ჩემი მოკვლა, როგორც ერთ დროს დიდი ხნის წინ, როდესაც აბორგებული სტიქიონის მოსვლას განძრახ გაეცალე, რადგან დაინახე შიშინებს შიში, ელდა მძიმდება, ქარი დაღმუის პატივს გცემ ლორდო გრიფიტ გიტას შავი ღამის ალერსში გამოწრთობილი სული აღვლინება, მეტამორფოზა მზერათა გაცვლა და იუდას მახრჩობელა დემონიური სისინი მე შენ გიყურებდი შორიდან, როგორც დემონი დემონს და ვტკბებოდი ჩემი მარადიული ბჟღალით შენი მარადიული სილამაზით სპასიბა ოჩენ პრიატნა სისხლი ქარებში მდუღარედ მიიზლაზნება და მოყვითალო სიმინდის ტარო მოყვითალო, მომწვანო კუბიკებს ქმნის ევას სასახლეში და როგორც ელვა ქარტეხილებიდან გადავარდა სიმინდი ზუსტად შავ სიზმარში და ამობრწყინდა შენი გალაკტიკა სიჩუმეში მეოთხე ქარი და აღვლინდა შენი ლეგიონი დაბურულ მთვარეში ბზინავრებდა მზე და დემონიურად ხარხარებდა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი