მტვრის გემო (აბსტრაქტული რომანი)
ლასტოჩკა ლასტოჩკა როგორც მფრინავის წერტილი როგორც უკანსკნელი წერტილი ფრენაში წერტილი მერცხალი სისხლიანი ვაების ვნება. ცხელი ღმუილით და ჩასისხლიანებული თვალებით მოსიარულე მხეცი უდაბნოს მღვიარებაში დაირებოდა, რადგან მან ომში შეიკლა სისხლიანი დემონი და გადაგეყარა და საფეხურები და მუსიკა და შენი ქალი და კბენა ბნელ ჯურღმულებში. ცეცხლიანი კბენა და ელექტროშოკის ჩხვლეტა. ღამურის დაჩრდილვა შენს ტანში და განათება არასდროს დამავიწყდები, შენ აქ ხარ ომი ახლა იწყება სისხლიანი წვეთები და ის კარგი ძუკნა ცისფერი სისხლით და ჩამწვარი ასანთი ევას გადაყვითლებული, დანაოჭებული, დაღარული მზსგან და მეტალის წვიმით ჩაცხრილული უტვინოები და შენ ბალახზე, დიდი ხნის შემდეგ ისევ ისე. არ შეგეხები. ისევ ისე გონივრული პაუზა დრამატული ტელეკინეზი თეატრალური მისტერია ის მახსოვს ვინც მტერია ვსაუბობ უცნობ კაცთან ეს ლექსი მისტერია და სასიკვდილო განცდა ზღვიდან დაბადებული ვარდისფერი, ჟღალი ალეჟვარდა ფერია ვარდისფერი ადუღებული მთვარე მერიენი როდესაც ლასტოჩკამ კუბური სიმეტრია შექმნა და რადიუსში დაამზადა ნემსი იმანუელ. თქვენთან არს ღმერთი. კიდევ ერთი მსხერპლშეწირვა და სატანა და ბელზებელი თეთრი ცხელების ქარი მე ვარ ის რომელიც ვარ ზღვაში ნაპოვნი მარგალიტი და მლაშე წყლის გემო, რომელსაც კოლუმბიანას ელექტროკვანტური მუსიკა მიყვება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი