მწვანე ვარდი მორევში


ოდესღაც იყავ ლორდი რაჰიმი
ეჭვმა წაგიღო მრავალი წლის წინ
მოგნატრებია ცურვა მორევში
სიცოცხლის სუნთქვა, ცხოველი სისხლი

მრავალი ხანი, მრავალი ბედი
და თეთრი გედი, ქარში მავალი
თეთრი ბალეტი, თეთრი ბალეტი
დრო საშინელი და წარმავალი

მოუსვი მკლავი, მოუსვი მაგრად
ამიერიდან მაგრად მოუსვი
არასდროს იცის სატანამ დაღლა
ეს გაოცება იგრძენ შოუში
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი