ირონია
დრო საოცარი დადგა ფარდაში ახალი ვარდი, ახალი ძალა ლორდი გრიფიტის სისხლის დუღილი მწარე ტკივილში დაგადგა ქარად თვალწინ იარა მთელმა წარსულმა სისხლმა დაღვრილმა, ყველა იარამ და სინანული ვიგრძენი მწველი რომელმაც ტანში გადამიარა სხვა სიხარული ახლა დაიწყო ეს საწყისია, დაიწყო ახლა სხვა სასახლეში კოშკი აიწყო ჩქარა იარე, ნიკალა ჩქარა ბევრჯერ აიგო შავი სამარე მახსოვს ნასროლი ტყვიმების წვიმა რომ უცნაურად დაგასამარე მე ესეც მახსოვს, სულ სისხლში მივალ მრავალი მახსოვს, მრავალი ითქვა მოკვდა ჩაპლინი ყრუ აგონიით ჯერ რაც არ ითქვა იგი დათვალე გახსოვს წარსული იყო როგორი როგორ აყრიდი მარილს კეთროვანს ან ვინ ვიყავი გახსოვს ოდესღაც ჯობს პატიება მაშინ გეთხოვა როდესაც დანამ მაჯა მოკეცა რაც იყო იყო მე ბევრი ვმალე ბევრიც სხვაგვარად მინდოდა მეთქვა საიდან ჰპოვე ახალგაზრდობა ან სად ადუღდა ზვირთებში ეტნა და ბოლოს აქ ვართ, ამ ჯოჯოხეთში მე ისევ ის ვარ ვინაც ვიყავი და ანაბელ ლი გამოჩნდა ბნელში ნელი ტანგო და შავი იგავი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი