ხანძარი ძირაგულაში


შავი ცეცხლი გადაეჭდო ქარებს
იყო ცეცხლში საშინელი ომი
გადათეთრდა ყველაფერი ფესვში
იყო ვნება, მწარე გულისწყრომის

იყო მწარე შეტაკების ქროლა
წვეულება დასუსხული ჭინჭრის
იყო მთვარის უჩინარი მკვლელი
იყო მთვარის უჩინარი ბიჭი

შავი ცეცხლი გადაეჭდო ყველას
გადათეთრდა ყველაფერი უცებ
ძირაგულას ხანძარია და თან
მხეცი იჭამს სიბნელეში ტუჩებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი