აპოლონი და დაფნე


დღეს მიეთოვა ფოთოლს ფოთოლი
გადმოეთოვა ფოთოლი ფოთოლს
ტყე იწვის როგორც ერთხელ გოდოლი
ჩონჩხზე დაყრილი ფერფლი სწავს გოდოლს
      და მიდის ქალი თავჩაღუნული
უკან მიყვება ისევ მისანი
     და ცეცხლის გულში მზე ღვივის ისევ
     როგორც ნატყორცნი შორი ისარი
        ისარი კივის შორსმოისარი
                      ლაკმე სადა ხარ ლაკმე
                          აპოლიონის და დაფნეს არის
                              წამყე საღამოვ წამყე
                       საღმო ისევ ლურჯი მზის არის
                                     მთვარეში ისმის ჩიტის ღუღუნი
                      და ღამით ერთხელ რძის თოვლი მოთოვს
როცა იქნება ზაფხულის ღამე
    და სიზმარივით ამოსულ მთვარეს
                              და სიზმარივით ამოსულ ლოტოსს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი