ხანძარი ბორჯომის ტყეში


ცეცხლი მოედო ბორჯომის ტყეს და
    იწვოდა წიწვი, იწვოდა, ბნელა
         ცეცხლში დიოდა ვარდის სურნელი
გველი დიოდა ძალიან ნელა

    იწვოდა წიწვი, ქარი დაჰქროდა
და მტვერს აყრიდა მოკვდავს და უკვდავს
        მზე თავად მაღლა იყო ცაში და
ცეცხლს უკიდებდა უკვდავს და მოკვდავს

               როცა მოშივდა და ღრმად ჩავიდა
                        ნესტარი მისი მტვრიან ქარს შლიდა
     ცეცლი მოედო ბორჯომის ტყეს და
           იკივლა ბნელში სხვა მხეცის ლოცვამ

                 ბორგვა გაისმა როგორც კანკალი
და არასოდეს გასმა ბნელში
         მხეცმა იკივლა, მე ვერ დავკალი
                 და კვლავ დაიწყო ყოველი ცრემლში

      ცეცხლი მოედო ბორჯომის ტყეებს
        ველური ცეცხლი უსისხლო დღეებს
                იწვის და იწვის ტყე რა ბორჯომის
                    ჰაერი მოჰგავს უღვთოდ მოხრჩობილს
                                  და აღარ გინდათ დღეს აქ პანიკა
                                    ზარმა დარეკა, ბატონებო, ზარმა დარეკა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი