საიდუმლო სერობა


საიდუმლო სერობა
სისხლი ქარები ვნება, ჭაობიანი თესლი
ღამე ძაღლივით ება ოცდათიოდ ვერცხლი

შემდეგ გაფრინდა მთვარე, ამოხრიალდა ქარი
რამდენი ჭუჭყი ვმალე, თავად დავიხრჩე ლამის

გადაყვითლებულ ყანებს, სწავდა წითელი სუსხი
ისევ აღრინდა მთვარე, ჩამწვანებული ჭუჭყით

გრძნობა პირველი ტკბობა, გრძნობა პირველი მტერი
მე ისევ მახსოვს ძმობა, შენი შეშლილი ფერი

მოვედი, იყავ სხვაგან, აღრინდა შენში ცოფი
და ტაშისცემა ისმა მღვრიე თვალების ტკბობის

იყო საშიში მტრობა, იყო საშიში დევნა
და თვითმკვლელობა იყო, უკიდურესი წყველა

რა ირონია გახრჩობს, რა ირონია გაბავს
შეეცი იესო წარსულს, აქ ყველა თვალებს ნაბავს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი