ნათება


დღეს უბერავენ მაღალ მწვერვალზე კინჩის ქარები
დღეს უბერავენ მწერვალები და ნიაღვარები
       დღეს უბერავენ რათა დაგესლონ ვნების ომები
                    ფერთა გამაში დაბრუნებული ნიამორები
    დღეს დექსტერია აქ დებოში, ალთა ქიმერა
                                                  აქ დრო ილევა
           კინჩი კი ისევ კინჩია მარად
                  წყნარად იყავი წარსულო, წყნარად
                             ფოტოსურათი ინთება ყველგან
                                    სადაც შენ დგახარ
                                        დაწვაზე დაწვა, ოღონდ ქვეშიდან
                                               კინჩის დანის პირს
                                        ფოტოსურათი ისევ ინთება
                                                    ციალს, ღამისპირს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი