მტვრის გემო (აბსტრაქტული რომანი)
ჩანაწერი 1 სისხლი ნაცრიან ბუქში ღმუოდა. ცხელი ქარები წყვეტილი სიზმრებივით დაცოცავდნენ ქარებში და გზაზე დაყრილ ფხვიერა ორთქლში ნატრობდნენ შავი მზის ნესტარიდან ამობრწყინებულ მზეს. ეს სინამდვილეში ასე იყო და თან არც იყო ასე და ამიტომაც გრძელდებოდა ბოლო ჟამის მხურვალე სისხლიანი გზა. მტვრის გემო როგორც მე ვიტყოდი და აგვისტოს ნათლის ერთ მშვენიერ დღეს სატანამ ბელზებელს ესროლა. მწარე ნაღველის ტყვია იმ ავზნიანი გეგმისთვის რაც მის წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული და არა მარტო მის. ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერის მომლოდინეს გაღმა ნაპირას სისხლიან ველზე გრიგალის ელვასავით ზუსტი გასროლა მოჰყვა, ქილერის ტყვიამ ძვალ-რბილში გაატანა ბელზებელს და დრო გაითიშა. დაჭრილი ნადირებივით ეკვეთნენ ერთმანეთს სატანა და ბაალი გაერთიანებული ერთად ბელზებელს და სამთავე ბრძოლის სისხლმა დაახრჩო. თვალიდან ნადენი სისხლი და უღრმესი მწვავე იარა დახრილი მიწაში მაყურებელი ბეზებელისთვის დანაშაულის უგრძნებლობაში და ბავშურ სიხარულში წყალივით დგაფუნობდა მოახლებული სიკვდილივით შხამიანი ბედისკენ და დაჭრილ და დაოვსებულ სატანასა და ბაალს თვალში სისხლი ქარად მიედინებოდა და ჭუჭყში ბზივარებდა სატანის საშინელი მზერა და მაინც როგორც ერთი პოეტი იტყოდა სატანის მოგონებაში ელავდა ტარკოვსკის ფილმი სარკე და მოჩუხჩუხე ნაკადული როგორ ეზიზღებოდა თოჯინები, როგორ და როდესაც დაბრმავებულ ბრბოს "იმედის ნაპერწკალმა" უღვივა სულელ თვალში სამივე თავის ვარსკვლავზე აენთნენ და შხამი დაალევინეს ბრბოს. უკვდავებას რომ სჩვევია უაზრობის აღმოსაფხვრელად და საკუთარი ბჟღალის განსაქარვებლად ეს შავი მოტკბო მთვარის ალში მოხდა და წარღვნასავით გადაუარა მოსიარულე ლანდებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი