მტვრის გემო (აბსტრაქტული რომანი)
ჩანაწერი 2 გადაჭრილი საშინელ ტკივილში და ცრემლში იძრწუნება სული და თვიურში ჩამპალი თესლი. მოწამლული შავი ლედის სულელური მძვინავრებისგან ალპობს ველებს და სიო უბერავს სატანის და ქარი ღმუის და იქმნება თხის რქის ნიშნით ახალი ოქროს ხანის ვალკნუტი და ერთიანდება ორი ქალი და აერთებს დროს და ჯდებიან ბრილიანტებით მოოჭოვილ ტახტზე და უკან არის თხა გამაყრუებელი სიშლეგით რომ დაზოზინებს ცხელ სიზმრებში. არ კვდება მკვლელი. იგი იხრჩობა საკუთარ მიზნებში ჩაძირული წარსულისა და აწმყოს ქარებში გარდატეხილი სიყვარულისა და სიძულვილის განუკითხაობაში და ელავს მისი დანა. თვითმკვლელი დანა კაცობრიობის და ის იშლება ჭკუიდან უდაბნოში დაჩოქილი და მას თავს ადგას სატანა. ღმუის ქალი ღმუის შეშლილი ევა ღმუის და ღმუის ამ სამყაროს მთვარე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი