მტვრის გემო (აბსტრაქტული რომანი)
ჩანაწერი 3 გეთსემანიის ბაღის საიდუმლო თეთრი გვლებით დაფარული წიწვიანი ბაღი, გამურული, ჩუმი საღამოსპირი, სრიალებს მთვარე ცაზე. მთვარე სიჩუმის ჯადოქარი მკვლელი. სრიალებს ცისფერ სილაჟვარდეში და იშმუშნება. გაიღვიძე, გაიღვიძე, გაიღვიძე. ცხელი ფლოქვების ხმაური ჩაესმის ურთასმენას, წკრიალებს წყალი და უცებ სისნი. ეღვიძება. დაფიქრებით გადახედავს არემარეს. არავინ არაა. ყველაფერი სიჩუმეში. მხოლოდ მთვარე იშმუშნება და წითლად პრიალებს. უცებ სისხლი ეცემა მიწას. და დუღილს იწყებს მიწა. გაორება იკლაკნება მასში. ღრინდება. აღებინებს. სისხლიანი ნახველი ერევა სისხლს და უცებ ისევ ხედავს. ქოშინი იკლებს და ისინი, ყველაფერი. ისევ ყველაფერი ჩნდება. ყველაფერი იცი, ძაფებით აბავს თვითოულ მათგანს და დაყრილი გვამების ფონზე, რომლებიც თითქოს ძილში ჩახოცა. ყელდაჭრილი გვამები ირგვლივ მდუღარებენ. ესენი მეე და სიჩუმე. კრისტალური სინთლე იპნევა როგორც ფეტვი კასრში. წყალს ისხავს და ახსენდება. მოდიან, ისინი მოდიან წასაყვანად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი