მტვრის გემო (აბსტრაქტული რომანი)


ჩანაწერი 4
და ის ქარიშხალში ამოვიდა და დასძლია ყველაფერი და წავიდა იქ სადაც სურდა. კაცურად აღიარა წაგება და გადაიხარხარა ბოღმიანმა ჭის პირას სადაც ვარსკვლავიანი ცა და სინათლე ერთად გაჩნდა. ეს კედრის კასრია ადამ ჩაიჩურჩულა სატანამ ჩრდილიდან. ხედავ დაბრმავებულ, გამომშრალ თვალებში როგორ ჩანან ყვითელი ცრემლებისგან შეკრული ვარსკვლავები ციცინათელბივვით რომ დაზოზინებნენ ღამიან ჭაში და დამპალი მჭლე ხორცივით რომ იკბინებენიან. კრაზნის წვენივითაა ხარხარებს ჩრდილში მოჩურჩულე სატანა და სისხლიან ხელებზე იყურება. წადი იქ სადაც გსურს, მაგრამ არასდროს დაგავიწყდე
     არა, ძამიკო მეუბნება მოცინარი და ჩრდილის წიღში უჩინარდება
     ასე იყო ეს
           და ღამის მთვარეში თითმკვლელი იბადება. ცხენის ფლოქვებით გადამოაჭენებს სიცოცხლის კარიბჭეს და ნათდება. ჩვილი ბავშვის ღნავილი ისმის
    დანა არ გაგიყარო მაილო ვეუბნები მე და როდესაც დანა მართლა აქვს გასაყრელი არ ვუყრი, რატომ
    გაიყარა და მაგიტომ მეუბნება ის და ბოროტად უელვარებს თვალები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი