ჩემი თვეა – თებერვალი!


ზამთრის ბოლოს დალექილი,
ყინვის ბოლო დღეებია,
ასე არის თებერვალი,
დღენაკლულ და დაჩაგრული.

კალენდარს რომ ააგებდნენ,
ტრადიციებ ჩაბერილი
რიტუალებს რომ ატარებდნენ,
ბოლო დარჩა თებერვალი.

მას ვინ კითხა, ვის რამდენი,
დღე ან სითბო ექნებოდა,
ალბათ რომსაც, თებერვალზე,
გულში ბრაზი ესახოდა.

მათ ეგონათ, ბოლო თვეა,
ის დავჩაგროთ, მხოლოდო,
თუმცა რიგით მეორეა,
ჯერ მას უნდა ელოდო.

ასე არის თებერვალი,
დღენაკლულ და დაჩაგრული,
თუმცა ობლად დარჩენილი,
ჩემი თვეა - თებერვალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი