საზღვრისპირა ციხე


ახსოვს კარიბჭეს
მეციხოვნე ქართველთა მოდგმა,
აჟრიალებდა შემოგარენს
ლაშქრულის ხმები.

მერმე გახშირდა გლოვის ზარი,
ცრემლი და მოთქმა,
ზეგადაიმსხვრა ჯავშან-ქაფზე
ლომგულთა ხმლები.

ებრძვი საწუთროს,
დრო-ჟამისგან დამსხვრეულ ფარით,
ძალმილეული, რას გიშველის, 
სამშობლო-მხარე,
თავზე დაგყურებს ელამჭუტა
მაცდური თვალით,
იატაგანით გაჩეხილი ნახევარმთვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი