ირაკლი აბაშიძე - ამრიტას


“და წამოვედი დელიდან ისე,რომ დამრჩა შენთვის დარდი უთქმელი”...


ხმაურიანი თქვენი ბომბეი
არ მიყვარს, მყუდრო სავანეს ვარჩევ.
და ეს არ ნიშნავს, თენსინგ ნორგეი
ჯომოლუნგმაზე კვალში არ ჩამრჩეს.

თუ ვინადირებ, მარტოდენ ტახზე,
ხოხობზე თოფი არ ამიღია.
დავჯდები მხოლოდ სამეფო ტახტზე,
ხმალი ქარქაშში არ ჩამიგია.

გავაღმერთებდით პოეტს და მხატვარს,
შევაერთებდით აზრებს და რითმებს,
აგისრულებდით ყოველგვარ ნატვრას,
დაბადებიდან რაც ჩაიფიქრეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი