გულგრილობა
მდინარის პირას მოკვდა მენავე, მდინარის პირას დამარხეს იგი, არავინ ჰყავდა ჭირისუფალი, რომ დაერღვია განწყობა მშვიდი. მის რუდუნებას ვერვინ ამჩნევდა, ვერცა გულწრფელი და ვერცა ფლიდი, საკვირველია, არავის დასცდა სიტყვა – სიკეთის გამოსასყიდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი