შენით ვარსებობს
არ მიმატოვო, შენით ვარსებობ, შენა ხარ ჩემი სულის მანტია, მე იმ დაცემულ არწივსა ვგავარ, გულში დაჭრილი ძირს რომ აგდია. შენი თვალები იმდენად მიყვარს, მათი ყურება არ მომბეზრდება, შენი ღიმილის ერთი დანახვით ჩემში სამოთხე აღმოცენდება. გულის წადილის ჩუმი ჩურჩულით ყურში ჩამესმის გულის დარდია: არ მიმატოვო, შენით ვარსებობ, შენა ხარ ჩემი სულის მანტია. მინდა, რომ მოვხვდე ედემის ბაღში, მამა ღმერთს უთხრა მის ანგელოზზე, რომელიც ერთ დროს დაკარგა ცაში, რომელიც ერთ დროს დარჩა მდელოზე. არ მიმატოვო, შენით ვარსებობ, შენა ხარ ჩემი სულის მანტია, გონდაკარგული ეშმაკს ვტაცებ დროს, გულში სიცოცხლე შენით ანთია. უკიდეგანო გრძნობების ომში მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, სისხლის წვეთებით ავსებულს ტბორში მე მივაბიჯებ უმისამართოდ. არ მიმატოვო, შენით ვარსებობ, შენა ხარ ჩემი სულის მანტია, უმტკივნეულოდ შენს გულზე ვკვდები, სხვა სიკვდილი მე არც მინატრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი