9 აპრილი
ცა მოიღრუბლა შავი ღრუბლებით, შემოდის სისხლით რუსეთის ჯარი, გულებს ხლეჩავენ ბასრი სულებით, სისხლით შეღებეს თბილისის კარი. ნიჩაბს იქნევდა რუსი ვანია, ხელს იღებავდა ბავშვების სისხლით, სახეს ეცემა სისხლის ნამია, ხოცეს ქართველი ქართველთა ზიზღით. სისხლმა დაფარა თბილისის გზები, გაზში გაეხვა ქართველთა სული, ვანია ყვირის: „დახოცეთ მტრები და არ დაინდოთ ქართული გული!“ გაივსო ქუჩა ქართველთა გვამით, გაწითლდა მტკვარი ქართველთა სისხლით, დახოცეს ყველა — მოხუციც, ბავშვიც, ქართველი იბრძვის არაფრის შიშით. მზე ჩაესვენა თავისუფლების, თავისუფლებას დაეშვა ფარდა, დანახვა სურდათ ჩვენი მუხლების, ნახეს ეს ყველა — მუხლების გარდა. ქართველი ერი დღემდე ფეხზეა, ნიჩაბმა, გაზმა სხეული დასცა, მათი სულები წავიდნენ ღმერთთან, მათი გულები სამშობლოს დარჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი