ატოტილ ატმებს
ატოტილ ატმებს გაუწყრა ქარი, ვერ შეირჩინეს შენი სურნელი, ეს ყველაფერი ყოფილა წამი, ბოლოს მე დავრჩი, როგორც სულელი. ქარის ნაკადი ფესვებს აგლეჯდა და გააქრობდა, როგორც სიკვდილი, ქარის ნაკადი ფოთლებს აცვენდა, ხე ძირს დაეცა, ღონემიხდილი. მაგრამ სურნელი შენი არ ქრება, ისევ ანთია ხანძარი გულში, ეჰ, მაგრამ მაინც ნელ-ნელა ქრება და საბოლოოდ იფეთქებს ჭურვში. ატოტილ ატმებს გაუწყრა ქარი, ვერ შეირჩინეს შენი სურნელი, გულგაქრობილი შენს სურნელს ველი, გთხოვ, წამით მაინც გამიღე კარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი