ჯვარზე გაკრული სიყვარული


იმ დღეს ბეთლემში იშვა იესო,
ჩვენი დამხსნელი ადამის მოდგმის,
ლახვარი ეშმაკს გულში მიესო,
ის ვერ წამართმევს მათ სულებს ცოდვილს.

მკვდრებს შთაბერავდი სულს მოკლულს,
სნეულს კოცნითაც არჩენდი,
წყვდიად მიცემულს, სხივნაკლულს,
ეშმაკს მათ სულებს ართმევდი.

იუდამ ვერცხლის ფასად
შურით, ბოღმით გაგცვალა,
ჯარი მოვარდა, გაგკოჭა,
სიტყვის თქმაც კი არ გაცალა.

გოლგოთას გზაზე აგკიდეს ჯვარი,
გზაზე გაყარეს შავი ტალახი,
ერთი გადმოდგა, ვით შენი ფარი,
ცხადში გიხილა, გულში ნანახი.

გოლგოთას მთაზე მზე ჩამობნელდა,
მეხით განიპო მიწის ნაპრალი,
ტაძრის კედლებიც კი ჩამოიშალა,
იმ დღეს აინთო ცოდვის ლამპარი.

ჯვარზე განაკრეს ჩვენი მესია,
ვერ დაინახეს მისი სიწმინდე,
მათ ბნელ გონებას შური ესია,
მათ ვერ ირწმუნეს მისი სიდიადე.

თორმეტ ლეგიონ ანგელოზთა ჯარი
ზეცის კალთიდან იესოს ელის,
რომ შეასრულონ უფლისა ვალი
და მოსპონ კაცი ამ მიწა-ველის.

მაგრამ იესო, ოჰ, ჭეშმარიტად,
მკაცრი პასუხით იძახის: „არას!
ისინი მიღირს მზედ, ცად და მიწად,
მგლებს ვერ დავუთმობ ჩემ ცხვართა ფარას!“

ქრისტეს სხეული ჩაკეტეს ლოდით,
კარს დაუყენეს მკვდარსაც მცველია,
დედა გლოვობდა ცრემლებით, ოხვრით,
მაგრამ მის გულში რწმენა მთელია.

სამი დღის შემდეგ ლოდი გადადგა,
ნათელმა შთანთქა ბნელი წყვდიადი,
იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა,
მცველთაც ირწმუნეს ღვთის ძე დიადი.

მოწმენ, იესო ხილვით ირწმუნეს:
„მოდით, შემეხეთ, დაგმეთ სიმორცხვე!
ნეტარ არიან, ვინც ვერ მიხილა,
მაგრამ ირწმუნა ჩემი სიცოცხლე!“
#ქრისტეუკანასკნელი-მსხვერპლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი