გარდაცვლილი ბედნიერება


აღარ შეგრჩა ჩემი ხსენება,
ქარს გააყოლე ჩემი ამბავი.
შენ დამივიწყე, ასე გენება
და მომისროლე, როგორც არავინ.

შენ მიხვდი მაშინ, როცა გვიანი იყო,
შენ მიხვდი, როცა გული გამიქრა.
თითქოს მე შენთვის ძვირფასი ვიყო,
შენმა წასვლამ სულიც დამიწვა.

ბევრჯერ მითქვამს შენთვის: „მიყვარხარ“,
ბევრჯერ ოცნებად დამისახიხარ.
შენ ჩემთვის მაინც ისევ წმინდა ხარ,
ანგელოზადაც დამინახიხარ.

ღამით სიზმარშიც კი ჩემს გვერდით ხარ,
თეთრ კაბაში ხარ გამოწყობილი.
ეჰ, თურმე სხვისთვის გითქვამს „მიყვარხარ“,
ამ სიზმარში მე მკვდრად ვარ ცნობილი.

ვერ ვიცილებდი სახიდან ღიმილს,
ვერ ვიჯერებდი, რომ მარტო დავრჩი.
მივუყვებოდი ტკივილის ბილიკს,
უსიხარულოდ, სიყვარულდაცლილი.

ვუნდოდი ლამაზს, ლაღსა და მხიარულს,
მაგრამ შენ მაინც არავის ჰგავდი.
მივუყვებოდი ბილიკს უსასრულოს,
მაგრამ შენ მაინც არსად ჩანდი.

და როცა ნდობა გარდაიცვალა
და განადგურდა ძველი კოშკივით,
გარდაიცვალა ბედნიერებაც
და გაიყინა გული ლოდივით.
სიყვარულიგარდაცვლილი-ბედნიერება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი