შენსადმი ვალი


არ მინდა შენი ვაზისებრ ტანი,
შენმა თვალებმა დამაგდო მე ძირს.
მე მხოლოდ მინდა, გამიღო კარი
შენი გულისთვის დაღუპულ ვეზირს.

გეგონა, რომ მე ვუმზერდი სხეულს,
მე კი ვუმზერდი შენს ლამაზ ბაგეს.
შენს სიყვარულში ვემსგავსე გრძნეულს,
შენ კი მიგებდი უჩუმრად მახეს.

შენს სიყვარულში დაბრმავდა თვალი,
შენს სიყვარულში დატყვევდა გული.
მე რომ მიყვარხარ, ეს არის ვალი,
რისთვისაც ღმერთმა მიბოძა სული.
სიყვარულიპოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი