აჰა მოგეცი ეს ჩემი სული
აჰა, მოგეცი ეს ჩემი სული, ეს ჩემი სული — ტკივილთა კონა. სულ დამიჩეხე ეს ჩემი გული, რადგან გაჩუქე უსაზღვრო ნდობა. სულ დაამსხვრიე გრძნობების კოშკები, მაგრამ ვაი, რომ მე ვერ გშორდები. სულ დაამსხვრიე გრძნობების ტაძრები, საბოლოოდ მე ჩუმად გავქრები. სისხლის ბოლო წვეთი, გული ჩუმად კვდება. შენი ნასროლი ისარი გულს არასდროს სცდება. შენ კი ხმას არ იღებ, არც კი გენაღვლება. გული სევდით მკვდარი სრულად მენაცრება. შენი სახე მხოლოდ ცხადში როდი მხვდება, შენი სურნელის გამო მე ძილიც კი მიტყდება. ამ ყველაფერს ბოლოს გული ვერ გაუძლებს და ამ ჩემს სიყვარულს აწი ვინ გაუძღვეს? შენთან მომავალი იყო ჩემი გეგმა, ბოლო სიმღერაა, როგორც იცის გედმა. ჩემი გულის ნამწვზე ჩუმად ვდგავარ, ვბორგავ, სიმწრისგან ტანჯული მიწაზე ძლივს ვხოხავ. ყველაფრით დაღლილი წარსულს ვუნრისხდები, მაგრამ შენი გულით ამას ვერ მიხვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი