ვერ დავიჯერე
რად გიყვარდაო, მკითხეს შენზე, და მე კი სიტყვებით ვერ ავუხსენი, ვერ ავუხსენი ის გულის სევდა, რომ მე ამ სევდას ვერ გავუძელი. ვერ გავუძელი მე იმ სიყვარულს, რომელიც ერთ დროს ასე მათბობდა. ვერ გავუძელი მე იმ სინანულს, რომ ის ოდესმე ასე დამთმობდა. გავიდა კიდეც ეს ბევრი წელი, რაც შენ წახვედი, გადაიკარგე. მე დღემდე მაინც ბავშვივით გელი და ამ ლოდინში გარდავიცვალე. როცა გეგონა, გქონდა ნიღაბი, მაშინ ვიყავი შენი მენიღბე. შენმა დამბაჩამ გული გახეთქა, მე ტყვიის კვამლში მაინც შეგნიშნე. ვერ დავიჯერე, რომ შენ მესროლე, ხელში გეჭირა შავი დამბაჩა. მე მაინც მსროლელს დავუწყე ძებნა, გული ძებნაში ვეღარ გადარჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი