აქამდე
რაც გამოვედი, აქამდე მოვედი ჩემი სიმძიმით თუ სიმსუბუქით შენი ბრალია, შენ დაინახე ჩემი ქცევის ყველა ანომალია. შენ დამიცავი მე განსაცდელისგან შენ დამიცავი მე მობეზრებისგან შენ დამიცავი მე სიყალბისგან შენ დამიცავი მე გულგრილობისგან შენ დამიცავი მე სიხარბისგან შენ დამიცავი მე შურისგან შენ დამიცავი მე სიძუნწისგან შენ დამიცავი მე მარტოობისგან შენ დამიცავი მე ყველა ავისგან თავი არ დაზოგე არცერთ ახირებულ ჩემს ყიალში, და გამომყევი ქვეყნის დაუსაბამო დასალიერს, გადაზნექილ სულთა ალიაქოთში. ვინ იცის კიდევ რამდენი რამისგან უნდა დამიცვა ჩემო სიყვარულო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი