პლასტილინის საზოგადოება


პლასტილინის ხართ
გამოძერწილნი მრავალ ხელთაგან, 
არეულნო, გათანგულნო
ამდენი ძერწვით.
თქვენი ძერწვისას
დაუნანებლად შეურიეს
მრავალი სიტყვა,
ენერგია და ფორმა.
შიგ უთვალავი აირია ფერი, სურვილები.
მას ემსგავსებით სულით და ხორცით
ვინც გძერწავთ
როცა ხელში ჩაგიგდებთ.
უთვალავი ძერწვისგან
ფერადოვნება სულ გაქრა თქვენში. 
ბავშვობაში პლასტილინს
ერთმანეთში რომ ვურევდი,
ბოლოს ერთი ფერი ხდებოდა - ნაცრისფერი, 
ამდენი ძერწვისგან
თქვენც ამ ფერისანი გახდით,
ვერ გადარჩით -
არ დარჩით ფერადოვანნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი