პური ვიყავი
ჩიტები ირგვლივ მივლიდნენ წრეებს ძირს დაგდებული პური ვიყავი შიმშილისაგან ნისკარტებს ასფალტზე ხარბად ლესავდნენ. ემზადებოდნენ ჩემს დასაკენკად. შენ ჩამოიარე ძირს დაგდებული პური ხელში აიღე სამჯერ აკოცე, დაფხვენი და ისევ ჩიტებს გაუნაწილე. ჩიტები მკენკავდნენ სიხარულით მოშიებულნი კენკვის დროს ნისკარტის დარტყმისას პურს და მტვერს ჰყვებოდა ჩემი კენკვის ნახმევი ექო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი