იმედად


შენი თვალები
სიხარულით ბრწყინავენ
და ჭრელ ლოცვებს
მიკითხავენ დილაობით,
ისე ტკბილია
მათი მოსმენა
და შენი სახის ციმციმი,
სულ შენი ჭრელი ლოცვების
და მბრწყინავი თვალების იმედად 
დავრჩები
სამუდამოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი