ფრენა ფერადი საპნის ბუშტების


ფრენა ფერადი 
საპნის ბუშტების 
ისეთი ნაზი უდარდელია, 
როცა გასკდება, 
მეშინია
წვეთთა სიმძიმემ 
რომელიც თავზე, 
სხეულზე დამებკურება 
არ დამანგრიოს.
ვიცი გავუძლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი