მე და ჩიტი


მივიწყებული დროის რიჟრაჟზე 
მე და ჩიტი ვიჯექით აივანზე 
გვერდით გვედგა
ლურჯი ჰორტენზიები ქოთანში. 
მცენარის ცვრიან ფოთლებში 
ცა ირეკლებოდა,
და
მოჩანდა დილა
რომელიც ჩემი ბავშვობის 
სახურავებზე ისევ ზის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი