ჭადრაკზე დადის
ის არ სცნობს სიკვდილს ცხოვრობს მოსწრებით ყველაფრის პასუხად არასდროს არ სდუმს აზრს გამოხატავს რილსით პოსტებით და ხმარობს ტრენდულ პრემიუმ პარფიუმს ხორცს არ ჭამს არ სვამს სულ არ ეწევა ჭადრაკზე დადის ჯიმში ვარჯიშობს და ყველა მასში ჩასახულ ჰორმონს საკუთარ მარტივ ხედვებში ავრცობს მოსწრებით ცხოვრობს და სიკვდილს არ სცნობს მას ფრიად ბევრი ფოლოვერი ჰყავს თვითკმაყოფილებს ბაბლში ფანების ქავერ ფოტოზე უზღვროდ ამაყად დგას ბეემვეესთან რეიბანებით და რადგან იღებს ფიდბექებს მაგარს სწამს რომ უზადოდ ნიჭიერია ის ვინც ადარებს მას პენისს ამდგარს უბრალოდ მისი ჰეითერია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი