უსიგარეტოდ
უსიგარეტოდ ზნე არ სუფევს სივრცის კალთაზე დროსთან ჩათქმული გული არ ფეთქავს სულის სამეფოდ უსიგარეტოდ არ არსებობს არც სილამაზე არც უკვდავება არ არსებობს უსიგარეტოდ მაგრამ სულ სხვაა სიგარეტი უკანასკნელი როგორც უფსკრული კოლოფიდან დარდზე საუბრობს იგი კვლავ უხმობს ფეხაკრეფით უმიზნო ქუჩებს კვლავ ყმაწვილურ ჟინს კვლავ ველურ სურვილს იგი გზად უხმობს და შეღამების სიცივეში გასულს ეულად ქვის ქარიშხლებში მას მიაბიჯებს ლურჯი სხეული შუქის ნამსხვრევი ეალერსება ჩრდილს არეულად და იპყობს შვებას კვამლმოკიდებით გადარეული და იწვის იწვის სიგარეტი ღრმა სინანულით იწვის მწუხარედ ყურში აღბეჭდილ ურვის სამრეკლოდ და არ არსებობს ქვეყანაზე თვით სიყვარული თვით სიყვარულიც არ არსებობს უსიგარეტოდ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი