ნარინჯისფერი რვეულიდან


სინარინჯისფრის 
ესთეტიურად ისტერიული მოცულობების
სრულიად აღქმის კრიტერიუმნი
წარმოსახვითი ვიზუალიზაციის მობილიზებისას
იმ ფერთა მოგონებებით შთაგონებების 
უნართაგან გამომდინარეობენ
რომლებიც დაიწვნენ
დაიფერფლნენ
და აღსდგნენ 
არა როგორც ბანალურად მხოლოდ ფენიქსნი
არამედ როგორც ზოგადად სინარინჯისფრე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი