მა-დონნა
მე შენში ვჭვრიტე მადონნა აღმოჩნდა ნდობა გადამეტებად დგახარ აწ უკვე ჩვეული დონნა თანამედროვე ქალ-წარმატება. ურცხვად, უტიფრად იპყრობ სივრცეებს ვნებიან მიხვრას უხამებ გონითს თუმც მარად ქალური ვერ იფერებს ქცევას იშთარის და ცოდვის მონის. მიუხედავად იმედის მსხვრევის მე შენში მინდა ვიხილო ზეცა და შინაგანში ჰანგების რხევით ჟღერს ნუგეშისმცემელი მესა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი