მილანური ჩანახატი
ვზივარ კაფეში ნისლიან დილას ვუცქერ გამვლელებს ამას და იმას ვიგულე წყვილი კისკასა გოგო ეხვევა ყმაწვილი ვით კალიოსტრო დამშვიდობების მან ესროლა მზერა ქალი მშვილდივით აიჭრა ზენა ასეა გრძნობა, amor-ი, fati თუ გაგიმართლა და შედგა ფაქტი დალოცვილი ხარ ბედის რჩეული ვაი კი იმას, ვინც ავბედად ეული დაიარება ვითარც გრძნეული უკმარისობით გადარეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი