უსათაურო


შენ ფლორა ხარ
თავს გადგას წნული
ყვავილებს ყევხარ
ნაყოფთ ასხმული.

შენ ვენერა ხარ
სირენა - მეზღვაურთ ვნება
მთის დალი - 
მონადირთ დაუცხრომელი ნება.

აღსდექ, ამაღლდი!
ცხოვრების ამაო ფერხულს
შენს ფერხთ სადგამი
სხვა ემეტება შენს გულს.

იქ, სადაც შემოქმედება,
ეხება ვარკსვლავს
ოცნება ფრთებს შლის
ქმნის რა ახალს და ახალს.

სწორედ იქაა შენს ფერხთ სადგამი
ბედნიერება ასერიგ ნანატრი
ხელოვანთ სფერო
ხელთუქმნელ ტაძარ-ალაგი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი