გიორგობისთვეს


იქ, საცა უმანკო სხივი აცოცხლებს მიწას, მთვლემარეს
და იბადება რწმენა ახალი დღისა
წარსულ აჩრდილნი ნთქავენ ფიქრებს მღელვარეს
ტანჯვა კი ცხრება, ურჩად მჭედელი ბედისა. 

მზეა აისის, შემოდგომის მზე, ნაზად ელვარე
შეციებულთა მათბობელი, მაუწყებელი გზისა
გიორგობისთვეს დაიდებს ხუნდებს ასპიტ მგზნებარე
ჩაგრულ ძმათა მხსნელ თეთრ გიორგისგან.

ჰა, განიმზადებს ბილიკს ადამი, სულ მალე
წინ ელის გამოცდა ახალი წლისა
ჩვილის უნაკლო განცდას ის გულში დაივანებს
დე, შეეწიოს მნათი ვარსკვლავთნისლოვანებისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი