სამსარა


ფერთა ულევ მარგალიტებს
როს გარემო უხვად იტევს
ვუბრუნდებით კვლავ
ბგერთა უწყვეტ დანარეკებს
ვით სფეროთა ანარეკლებს
დედამიწა რთავს
ზეგრძნობადი გვავიწყდება
ოდეს სხეულს სული წყდება
არ დატოვებს კვალს
გულიც მაშინ გაბრწყინდება,
როცა ადამს მოსწყინდება
და ყურს უგდებს ხმას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი