საშობაო


გამოისახა კრისტალი ცაზე
სიმბოლო კაცის ძის ხსნისა
აღენთო ალი ადეპტის თავზე
გარდამოსვლაა სულიწმინდისა.

გამოემართნენ ქურუმნი გზაზე
კასპარ, მელქიორ, ბალთაზარია
კასპარ გარდავა საჰარაზე
მელქიორ მთასა, ზღვას აჩარია.

შორი სვლა ელით სამივე მისანს
ქვესკნელის გავლა უწევთ გამოცდით
მწარე ტკივილი ვერ ააცდენთ მიზანს
ნათელჭვრეტაში სიკვდილ-გამოვლილთ.

სამთავე მოგვი კუშტ იძირება
შიდა დუმილი ცდება სივრცეებს
მშვინვიერ არსი განიფინება
ლანდშაფტში, ახსნას რომ არ იფერებს.

მძლავრობს ჭიდილი ქვეცნობიერის
დაუნდობელი გაჩაღდა მტრობა
ცდილობს მეუფე ამაყოფიერის
შთაგვნერგოსა შუღლი, ერთურთის გმობა.

თუმც, ცნობიერში ამობრწყინდება
ბირთვი მსხილვარე პირველარსისა
და მცხუნვარებით განიწმინდება
საუნჯე, ათასი შინაარსითა.

ჩნდება ვარკსვლავი ცის სადარ გულში
მიმთითებელი ბეთლემს, სასწაულს
სიქველე აღენთო ტანსა და სულში
ის რაც გაატანს ათასწლეულს.

აღწევენ კაცნი სანუკვარ მიზანს
ძღვენი მირთმეულა, განძია თვისსა
ყოველი სულდგმული სიუხვეს ისხამს
უბრალო-დიად ბაგასთან ღვთისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი