უკრაინას


ჰოი უკრაინა, 
ლაზათიანო, ავკარგიანო მხარეო
გაქვს მომადლებული ყველა სიკეთე
გულუხვად გაეც და ახარეო.

(თვალუწვდენელი მდელო და ბაღჩა
მთა კარპატების, ზღვა, რაღა დარჩა?)

ვაი უკრაინა,
დედულეთ მხარევ, წინაპართ ველო
გყავს ძაძებში დღეს ყველა მოკეთე
და გევხარ შენ ამით საქართველოს.

(სადაც ომი და მტრობა გაჩნდა
იქ ბევრი რაინდი აღარ დარჩა)

ეჰეე ოკრაინავ,
ახალი ეპოქის, აისის მაცნეო
მიქაელ დრაკონს მოჰკვეთს თავს
და მოვა მალე ჟამი საოცნეო.

(ტკივილს სიკვდილის ბეჭედი აჩნდა,
თუმც იქვე ახლის იმედი გაჩნდა) 

მედგრად უკრაინა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი