გაფრთხილება
პოლისი ნისლშია გახვეული შორიდან მოსჩანს ნათება მკრთალი ადგას დასი განრისხებული ელემენტართა რისხვაა ჟღალი დაჰკრავს დიდ ელვას ღმერთების ელდა რისხვით აჟღერებს თაურ - იდეა - წყებას (ფარულ ვლინდება გაფრხილება, მაგრამ ვინაა შემსმენი ამის?!) გეყოთ! მოისმის შორით თითქოს არც და თითქო ქოროდ გეყოთ! მოისმის მდორედ თითქოს აქ და თითქო ბოლოს გეყოთ! ერთურთის კვლა ერთურთის მტრობა, ბოლოს და ბოლოს! გეყოთ! ვნების მონობა თავისუფლების სახელით მხოლოდ! არის კი ამის შემსმენი ვინმე ტკბობას აყოლილ კაცთა გულებში? ტკბობას მიეცეს ოღონდაც რითმე ესაა კაცის მხოლოდ ნუგეში მიაყურადებს კაცი სტიქიონს? შეისმენს ხომ კაი, არა და ვაი წაიღებს კაცი დარდს საიქიოს ადამის მოდგმის იქუხებს ზარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი