მას ერთადერთს


თვალისჭრილის ხაზი -
დარი ლეონარდოსი
პროფილის კონტური -
ბოტიჩელისეული
ტანის ფორმები ნაძერწი
მიჩენს განცდას როდენის
გამოხედვა კალმით ნაწერი
წააგავს თუ არა რედონს?

მაგრამ არა, შენ უფრო მეტი ხარ
სიცოცხლის ძალით, აზრით, ნებით
ნამდვილად მეტი ვიდრე კულტურა ერების
მეტი ხარ ვიდრე ცივილიზაცია ერთად, ბგერები, სტროფები, ეპილოგები, ფერები..

როცა გეფერები, მცირე სამყარო ხარ
საყრდენი წერტილი ჩემი უსუსურობის
დასაყრდენი კოსმიურ უსასრულობით
ძრწოლით მოცულ ვნებების.

გნებდები, როცა ვხვდები რომ ვხევდები
მაშ, გაცხადდი..გევედრები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი