ვაჰ დრონი
ია და ვარდი არავის ახსოვს, აღარც ბულბულის ფაქიზი სტვენა, წავიდა დრონი, ვაჰ, დრონი, დრონი… წარსულს ჩაბარდა მამათა წყენა, დღეს სხვანაირი ისმის მოძღვრება, სხვაგვარად ისმის ქართული ენა, არც წინაპრების ნათქვამი გვახსოვს, აღარც მომავლის არა გვაქვს რწმენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი