თოვლი


თოვს თეთრი ფერი, ქათქათბს ზეცა, მოფრინავს თეთრი ანგელოზები,
სევდა მომაწვა მარტოსულისა, ახლა მე მხოლოდ შენ გელოდები,
და ვწევარ მარტო თვალდაბინდული, გულზე ყინულის მადევს ლოდები,
მე ვერაფერი ვერ შემაშინებს, მთელი ცხოვრება დაგელოდები.

გამახსენდება განვლილი წლების ყველა წუთი და ყოველი წამი,
გამახსენდება შენი და ჩემი, გამახსენდება კარგი და ავი,
მომენატრება კარგიც და ავიც, მომენატრება თვალები შავი,
მე ვერაფერმა ვერ შემაშინა, მთელი ცხოვრება შენთან ვიყავი.

გარეთ ისევ თოვს, ისევ ათეთრებს გულჩათხრობილ და ჯავრიან მხარეს,
წუხელი დიდხანს ველაზღანდარე, განახევრებულ, დაღალულ მთვარეს,
გავუზიარე თუთას სიზმარი, ერთად ვეძებდით შენს ლამაზ თვალებს,
მე სიზმარმაც კი ვერ შემაშინა, იქაც გეძებდი სულ-მომღიმარეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი