სიტყვის კონა
მე გალაქტიონს ლექსი მოვპარე, რა ვქნა, მე მისი შვილიშვილი ვარ, ვაჟას აზრები გულში ჩავიდე, მე ხომ ფშაველთა მონაგარი ვარ, ბარათაშვილის სევდა მაღონებს და სევდიანი დღესაც დავდივარ, მე რუსთაველის შვილთაშვილი ვარ და მისი ვეფხის ტყავის გმირი ვარ. მე შექსპირსაც კი მოვპარე სიტყვა, რადგან ეს სიტყვა ჩემი მეგონა, დანტეს გავყევი სასუფეველში, სადაც სიცოცხლე სიკვდილს ემონა, მეფისტოფელიც დიდხანს დამდევდა, თავი ყოველის შემძლე ეგონა, პარიზში ღმერთის მშობელი ვნახე და მივუძღვენი ეს სიტყვის კონა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი