ნიავი
თბილი ნიავი დასეირნობდა, სულს უბერავდა დანამულ ფოთლებს, ფერად ყვავილებს ეფერებოდა და უგზავნიდა ალერსით კოცნებს, არც ფოთოლი და არც ყვავილები, არად აგდებდნენ ნიავის შფოთვებს, აბუჩად იგდეს მისი სიმღერა, ჩუმი მღერით რომ უმღერდა ყოველს. ნიავი თბილი ვერას ხვდებოდა, რად არ უსმენდა მის ნამღერს ვინმე, რად არ მოსწონდათ მისი ლექსები, ყვითელ ყვავილს რო მიუძღვნა იქვე, ცრემლი მოადგა გულდამწვარს თვალზე, თავი დახარა, წავიდა ვიდრე, გაუჩინარდა, აორთქლდა, გაქრა, იქაურობა დატოვა მყისვე. გზად ბობოქარი ქარი შემოხვდა, არც კი უკითხავს მოწყენილ ძმაზე, შემოირბინა მინდორი სწრაფად, მუსრი გაავლო, რაც შეხვდა გზაზე, ფოთლები ხიდან დაცვივდა დაბლა, მიმოეფინა ყვითელ ბალახზე, ფერად ყვავილებს, გატეხილს წელში, ცხარე ცრემლები სდიოდა თვალზე. ღრუბლიდან სხივმა გამოანათა, გაღიმებული უჩანდა სახე, გადაანათა მინდორ-ველები, გამოაცოცხლა ნაყოფი მკვახე, ფოთლები გზაზე ეყარა ობლად, ყვავილებს აღარ უმღერდა სახე, თბილი ნიავი სადღაც მღეროდა, მისი მსმენელი მე ვერსად ვნახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი