ურმის თვალი
მიჭრიალებს ურმის თვალი ზანტად, არც კი იცის საით მიჰყავს იღბალს, ნებანება მიღიღინებს სადღაც, ნაღვლიან გზას თავისი გზით მიჰყავს. ურმულს მღერის, ამბობს სიტყვას მართალს, თავის სათქმელს გულში ჩუმად იკლავს, მომღერალი ტკბილ სიმღერას მალავს, ვის გაუნდოს, გამგონი თუ არ ჰყავს?!. ცის ტალღებში ღრუბლის ჯარი ცურავს, მზის სხივები ჩვენს თავს აღარ ბრწყინავს, ნუ ენდობი ქარში მოსულ სტუმარს, დაგპირდება, რაც არა აქვს იმას. გადაივლის ქარი დამალულად, მოძებნის და ნახავს თავის ბინას, იღიღინე ურმის თვალო ჩუმად, ნუ გაუნდობ ტკივილს ქარს და წვიმას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი