ეს არი, რაც არი, ეს არი


ეს არი, რაც არი, ეს არი,
რასაც ჩვენ ვფიქრობდით, სად არი?
რაც რომ ჩვენ გვინდოდა გამქრალა,
ცხოვრებამ ოცნება წაშალა.

ეს არი, რა ვუყოთ, ეს არი,
ოცნება წაშლილი, გამქრალი.
ოცნება ერთს მღერის, ერთს ამკობს, 
ცხოვრება სხვას ჩივის, სხვას ამბობს.

რა ვუყოთ? ის იყოს, რაც არი,
გაქრება დრო, როგორც ნაცარი.
წარსული წასაღებს წაიღებს
და ღმერთი წყალობას გაიღებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი